აჭარა  Black Sea Jazz festival 2012-ს  უმასპინძლებს

აჭარა Black Sea Jazz festival 2012-ს უმასპინძლებს

ბათუმი, დღეს  „შავი ზღვის ჯაზ ფესტივალ 2012-ს“  (Black Sea Jazz festival 2012) უმასპინძლებს. ფესტივალის ფარგლებში ჯაზის მოყვარულებისთვის არაერთი საინტერესო კონცერტი და გასართობი საღამო იგეგმება.  

მეექვსე ბლექ სი ჯაზფესტივალს ბათუმის ქუჩებში მუსიკალური და სანახაობრივი შოუებითმენ ინ ბრასი (Mobile music Shows - Men in Brass) გახსნის. 

20 ივლისს, ბათუმის ტენისის კორტებზე მსმენელის წინაშე წარდგება ლეგენდარული გიტარისტი ჯონ სკოფილდი და ბაჩა მძინარაშვილის კვინტეტი რენ ბარეტთან ერთად. 21 ივლისს კი,  მსმენელის წინაშე წარდგება ვირტუოზი პიანისტი ჯოი კალდერაცო და ბექა გოჩიაშვილის ვარსკვლავური სექსტეტი.

ფესტივალის საჩუქარი, ელექტრონული მუსიკის მოყვარულებისთვის წელს ჯგუფი „ბლექ აიდ ფისის“ წევრი დიჯეი ტაბუ იქნება.

22 ივლისს ფესტივალს ბრაზილიური მუსიკის ცოცხალი ლეგენდა სერჟიო მენდესი დახურავს.