გვსურს, გამოვეხმაუროთ ბატონი შალვა რამიშვილის კომენტარს, რომელიც მის მიერ NDI–ის საზოგადოებრივი აზრის კვლევის პრეზენტაციაზე (10.07. 2012) დასმული შეკითხვის შემდეგ გაჟღერდა მაესტროს ეთერში, გადაცემაში „სუბიექტურ აზრი“ (10. 07. 2012. 19:00). იგივე შინაარსის კომენატრი მოყვანილია ჟურნალ „ლიბერალში“ გამოქვეყნებულ სტატიაში (http://liberali.ge/statia/ani-chankotadze/ndi-kvlev).
პრესს–კონფერენციის დასრულების შემდეგ შალვა რამიშვილმა დასვა კითხვა, თუ რატომ არ აისახა NDI–ის საზოგადოებრივი აზრის კვლევაში კითხვა კონტროლის პალატის შესახებ. NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორმა ლუის ნავარომ აღნიშნულ კითხვაზე შემდეგი პასუხი გასცა:
„ჩემთვის გასაგებია, რასაც მეუბნებით, მაგრამ მე მარტივად გეტყვით, რა დავინახეთ ფოკუს ჯფუფებში, რომელიც დაახლოებით მაისში ან აპრილში ჩავატარეთ, როდესაც თქვენს მიერ დასახელებული მოვლენები ხდებოდა. (ფოკუს ჯგუფებში გამოკითხვისას) მათ ეს მოვლენები არ უხსენებიათ. ჩემთვის გასაგებია ის, რომ თბილისში მცხოვრებმა ადამიანებმა შესაძლოა ბევრი რამ იცოდნენ კონტროლის პალატის შესახებ, თუმცა, თუ მთლიანად საქართველოზე მეკითხებით, გეტყვით, რომ ფოკუს ჯგუფების შედეგების მიხედვით, იმ დროს, როდესაც ჩვენს კითხვარს ვადგენდით, ეს ასე არ იყო. მე იმის თქმა მინდა, რომ მოსახლეობას უფრო ესმის ახალი ქალაქის მშენებლობის კონცეფცია, ვიდრე კამპანიის დაფინანსების საკითხები. მე ამას იმით ავხსიდი, რომ უფრო მეტი ადამიანია ნამყოფი ქალაქში, ვიდრე კამპანიის დაფინანსების კანონი დაუწერია. ჩვენ აქ ორ სხვადასხვა საკითზე ვსაუბრობთ. ჯერ ერთი, თქვენ მეკითხებით, რატომ არ ჩავრთეთ კითხვარში ეს შეკითხვა (საუბარია კონტროლის პალატაზე), რაზეც მე გიპასუხეთ: დროის გათვალისწინებით, რა პერიოდშიც ჩვენი კვლევა ჩატარდა, და იმის გათვალისწინებით, რაც ფოკუს ჯგუფებში დავინახეთ. რაც შეეხება შემდგომ განვითარებულ მოვლენებს (გლობალ TV), ჩვენ მათ ისევ ფოკუს ჯგუფებში გავივლით და შესაძლოა, ჩვენს მომავალ კვლევაში ჩავრთოთ. არჩევნებმადე კიდე ერთი კვლევის ჩატარებას ვგეგმავთ.“
მოგვიანებით, ბატონმა რამიშვილმა გააკეთა შემდეგი შინაარსის კომენტარი: ,,როცა მე დავსვი ეს კითხვა, ნავარომ მიპასუხა, რომ შეკითხვები შეირჩა ფოკუსჯგუფებზე და თურმე ფოკუსჯგუფის მონაწილეებმა ინტერესი გამოხატეს ლაზიკასა და გენდერული თანასწორობისადმი და არ დაინტერესდნენ კონტროლის პალატით, რაც სრული აბსურდია“. (http://liberali.ge/statia/ani-chankotadze/ndi-kvlev)
„მიუხედავად იმისა, რომ ბატონ რამიშვილს უფლება აქვს ჩემი კომენტარის ინტერპრეტაცია მოახდინოს, მე არ გამიკეთებია ის კომენტარი, რასაც ის აცხადებს“, - ამბობს ლუის ნავარო.
აქვე წარმოგიდგენთ ბმულს პრეს-კონფერენციის ჩანაწერიდან, სადაც ბატონი ნავარო პასუხობს ბატონი რამიშვილის კითხვას. http://www.myvideo.ge/?video_id=1763149