უკრაინის ყოფილი პრემიერმინისტრის იულია ტიმოშჩენკოს პარტიის „იულია ტომოშჩენკო-ბატკოვჩინა“-ს წევრები საპროტესტო დემონსტრაციებს აწყობენ ციხის საავადმყოფოს წინ.
„თუ პარტიის წევრები არ შეწყვეტენ საპროტესტო დემონსტრაციებს, ჩვენ ტიმოშჩენკოს საავადმყოფოდან გავწერთ. გუშინდელმა საპროტესტო აქციამ საავადმყოფოს მუშაობა ჩაშალა. ეს არ შეიძლება ნორმის ფარგლებში ჩაჯდეს. ისინი საავადმყოფოს წინამდებარე ტერიტორიას საკუთარი პიარაქციებისა და პარტიის მიტინგებისთვის იყენებენ“,- განაცხადა „უკრალიზნიცის“ საავადმყოფოს მთავარმა ექიმმა.