The Washington Post-ის ინფორმაციით, ამერიკის კანონმდებლობის თანახმად, ქვეყნის თავდაცვის საფრთხის შემთხვევაში, ამერიკის პრეზიდენტის ბრძანების გაცემიდან, შეიარაღებულმა ძალებმა არაუგვიანეს ოთხ წუთში უნდა მოიყვანონ საბრძოლო მზადყოფნაში ატომური რაკეტები, რომლებსაც ნახევარი მსოფლიოს განადგურება შეუძლიათ. პრეზიდენტს კი ამ ბრძანების გაცემის მოსაფიქრებლად მხოლოდ 13 წუთი დრო აქვს.
The Washington Post-ის განმარტებით, ამერიკის კანონმდებლობაში ეს კანონი რუსეთ-სსრკ-ს „ცივი ომის“ პერიოდიდან არის შეტანილი. მართალია, ამ ომის დამთავრებიდან 20 წელია გასული, თუმცა კანონში შესწორება არ შეუტანიათ. მხოლოდ ამ გაზაფხულზე ამერიკის ყოფილმა პრეზიდენტმა ჯეიმს კარტერმა წამოაყენა წინადადება „13 წუთის წესი“ 72 საათამდე გადაეწიათ. კარტერის წინადადება სამხედრო ნაწილმა არ მოიწონა. მაგალითად, გენერალ რობერტ კელერმა განაცხადა, რომ ეს ქვეყნის თავდაცვის უსაფრთხოებას საშიშროებას შეუქმნის.