The New York Times-ის ინფორმაციით, ათი ათასობის საუდიის არაბეთის მცხოვრები ქუჩაში გამოვიდა ოპოზიციის ლიდერისა და ერთ-ერთი მთავარი აქტივისტის მუჰამედ ალ-ფილფილიას მკვლელობის გამო, რომელიც ორი დღის გამართულ დემონსტრაციაზე სამართალდამცავებმა მოკლეს. ეს დემონსტრაცია შიიტი შეიხის ნიმრა ალ-ნიმრას დაჭრის და დაპატიმრების გამო გაიმართა. მოგვიანებით ახალგაზრდებმა ქვები დაუშინეს სახელმწიფო და სამართალდამცავ ორგანოებს.
შიიტი შეიხი ნიმრა ალ-ნიმრა დიდი ხანია ითხოვს საუდიის არაბეთში შიიტიების პროვინციის გამოყოფას, რადგან თვლის, რომ ქვეყანაში შიიტების უფლებები ბევრად ნაკლებადაა დაცული, ვიდრე სუნიტების. მათ არ იღებენ სახელმწიფო და ძალოვან სამსახურებში. პრობლემას ემატება ისიც, რომ ქვეყნის ნავთობის საბადოები ძირითადად შიიტებით დასახლებულ რეგიონში მდებარეობს.