საქალაქო სასამართლომ ლილოში ქლორის გაჟონვის საქმეზე დაკავებულ შპს "სენტიმენტალ ჯიემჯის" წარმომადგენელს, გოჩა ყულეჭიშვილს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში ცოტა ხნის წინ დასრულდა.
ყულეჭიშვილი ისანი-სამგორის რაიონის პოლიციის თანამშრომლებმა დღეს დააკავეს. შსს-ს ცნობით, მას ბრალი ედება სისხლის სამართლის კოდექსის 288-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, რაც გარემოს დაბინძურებით ადამიანის ჯანმრთელობის ხელყოფას გულისხმობს.
ქლორის გაჟონვის შედეგად მოწამლული სამართალდამცველებმა მომხდართან დაკავშირებით შპს "კრისტალის" ხელმძღვანელი ლევან დაუთაშვილი დააკავეს. მას სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიება პატიმრობა შეუფარდა.
5 ივლისს ლილოს დასახლებაში შპს "კრისტალის" კუთვნილი ავზიდან ქლორის გაჟონვის შედეგად 73 ადამიანი მოიწამლა.
მათ შორის ერთ ერთი 18 წლის ლაშა ნარიმანიძე ინგოროყვას კლინიკაში გუშინ გარდაიცვალა.