კიევი და მოსკოვი ქერჩის სრუტეს გაიყოფენ

კიევი და მოსკოვი ქერჩის სრუტეს გაიყოფენ

ორწლიანი შესვენების შემდეგ, იალტაში რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებები განახლდა, რომელიც აზოვი-ქერჩის სრუტის გაყოფას შეეხება. ხელშეკრულებას ხელს ვიქტორ იანუკოვიჩი და ვლადიმერ პუტინი მოაწერს.

„კომერსანტ-უკრაინის“ ინფორმაციით, სინამდვილეში დოკუმენტები უკვე შეთანხმებულია, თუმცა ხელშეკრულებას ხელი ხვალ მოეწერება. 

„სახელმწიფო საზღვარი ქერჩის სრუტეში გამყოფი ხაზის გასწვრივ გაივლის. უკრაინის მხარეს დარჩება კუნძული ტუზლა და ქერჩი-ენიგალსკის არხი, აზოვის ზღვასთან დაკავშირებით კი მხარებმა შემხვედრ შეთანხმებას მიაღწიეს. ამ  შეთანხმებით გაიყოფა აგრეთვე შავ ზღვაში ნავთობსაბადო პალასა,რომელიც ორივე სახელმწიფოს საშუალებას მისცემს ნავთობის მოპოვების. რაც შეეხება ქერჩის სრუტეში უკრაინის ტერიტორიაზე რუსული გემების თავისუფალ გადაადგილებას, ამაზე პირადად  პრეზიდენტები მოილაპარაკებენ“,-ნათქვამია „კომერსანტ-უკრაინის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.