BBC-ის ინფორმაციით, რუსეთმა ახალი გეგმა წარადგინა სირიის შესახებ,რაც საერთაშორისო დამკვირვებლებისთვის სამთვიანი ვადის გაგრძელებას გულისხმობს. სააგენტოს ინფორმაციით, ეს ინფორმაცია დასავლეთს ნამდვილად არ მოეწონება, რომელიც აქტიურად ითხოვს სირიის მიმართ მკაცრი ზომების გატარებას.
გაეროს დამკვირვებლებს მანდატი 21 ივლისს ეწურებათ.
„ეს აბსოლუტურად არ გახლავთ კონფრონტაციული პროექტი, ის პირიქით მხარს უჭერს კოფი ანანის გეგმას, სირიის კონფლიქტის მშვიდობიანად დარეგულირების შესახებ“,-ასეთ განცხადებას აკეთებს რუსეთის მხარე ახალი პროექტის შესახებ.