კახა კახიშვილი: NDI - ის კვლევის მიზანია გამოჩნდეს, რომ ივანიშვილი არა  არჩევნებზე არამედ,  ქუჩაზეა ორიენტირებული

კახა კახიშვილი: NDI - ის კვლევის მიზანია გამოჩნდეს, რომ ივანიშვილი არა არჩევნებზე არამედ, ქუჩაზეა ორიენტირებული

 

„საარჩევნო პოლიტტექნოლოგიების კვლევის ცენტრის“ ხელმძღვანელის კახა კახიშვილის შეფასებით,  საქართველოში ჩატარებული კვლევების მიზანი მოსახლეობისთვის  განწყობის შექმნაა.

კახიშვილის განცხადებით, NDI  და სხვა კვლევები საქართველოზე და მის მოსახლეობაზე არაა გათვლილი.

მისი თქმით, ეს მონაცემები საერთაშორისო ორგანიზაციებსა და სხვადასხვა მისიებში იგზავნება და საქართველოს შესახებ სურათი ამის საშუალებით იქმნება, რომელზედაც შემდგომ უცხოელების მხრიდან მსჯელობა ხდება.

შესაბამისად, კახიშვილის თქმით, საბოლოო სოციალური და პოლიტიკური სიტუაცია იქ იქმნება, თუმცა მათ რეალურად არ იციან რა გარემოა ქვეყანაში და რამდენად გულწრფელია აქ მოსახლეობა.

როგორც კახიშვილი აცხადებს, NDI -ის კითხვის  „არჩევნების გაყალბების შემთხვევაში ივანიშვილის მოწოდებისამებრ გახვალთ თუ არა ქუჩაში“ მიზანი, როგორც ქართული ისე უცხოური საზოგადოებისთვის განწყობის შექმნას ემსახურება, რომ ივანიშვილის მიზანი არა არჩევნები არამედ, ქუჩაში გასვლაა.

„ბოლო პერიოდში ესეთი თემატიკა გაღრმავდა.  ერთის მხრივ,  ჩვენ  ვიხილეთ ევროპაში დებატების  დროს, ფაქტობრივად  იმის დასტური, რომ ეს ადამიანი მხოლოდ ქუჩაზე ფიქრობს და არა არჩევენებზე.   ახლა კი,  ეს კითხვა დაემატა.  ანუ კვლევები განწყობის შექმნის მიზნით ტარდება. ლოგიკურად ისმის კითხვა,  თუ ასეთი კითხვა  ისმება ივანიშვილის თვალსაზრისით,  რატომ არაა კითხვა „ნაციონალური მოძრაობის“ - სააკაშვილის ან თუნდაც თარგამაძის თვალსაზრისით? ეს გამიზნულად კეთდება,  რომ უცხოელების თვალში გამოჩნდეს, რომ ეს ადამიანი არა  არჩევნებზე არამედ,  ქუჩაზეა ორიენტირებული“, - განაცხადა კახიშვილმა.

კახიშვილი აღნიშნავს, რომ  სააკაშვილის გაპრემიერებაზე , ანუ  ასეთი ტიპის კითხვა კვლევაში  პირველად მოხვდა.

„მაშინ როდესაც საქართველოს მმართველი პოლიტიკური ელიტა ჩამოყალიბდა, რომ  სააკაშვილი   საქართველოს პრემიერ-მინისტრი არ იქნება. საინტერესოა, რატომ არ იყო სხვა კვლევებში ეს საკითხი დასმული,  მოსახლეობას ეს ხომ 2008 წლიდან აინტერესებს“, - განაცხადა კახიშვილმა.