პოლიტიკური პარტიებისთვის განხორციელებული შემოწირულობების წარმოშობის კანონიერების დადგენის მიზნით, ფინანსური მონიტორინგის სამსახურში 29 პირი დაიბარეს. აღნიშნულის შესახებ განცხადებას სახელმწიფო აუდიტის სამსახური აქვეყნებს.
განცხადების თანახმად, ფინანსური მონიტორინგის სამსახური, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის საფუძველზე, პოლიტიკური პარტიების სასარგებლოდ განხორციელებული შემოწირულებების კანონიერების შემოწმებას აგრძელებს.
შესაბამისად, როგორც აუდიტის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, გამოკითხვის მეორე ეტაპზე, დაბარებული პირებიდან 19 „ეროვნული ფორუმის“ შემომწირველია, 10 კი „თავისუფალი დემოკრატების“.