ხელისუფლებაში დაწყებული საკადრო ცვლილებები არჩევნების გაყალებისკენაა მიმართული
„სამინისტროებში ახალაიების, შაშკინების გადაყვანა-გადმოყვანა მიუთითებს იმაზე, რომ ნაცმოძრაობა აპირებს ომს არჩევნების მოსაგებად“, - ამის შესახებ კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ ერთმა ლიდერმა, ლევან ბერძენიშვილმა გაზეთ „საქართელო და მსოფლიოს“-თვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
როგორც ბერძენიშვილი აცხადებს, ხელისუფლების მთელი ძალისხმევა მიმართულია იმის ფიქრისკენ, თუ როგორ გააყალბონ არჩევნები და ამისათვის ყოველგვარ ღონეს ხმარობენ და აბსურდულ განცხადებებს აქვეყნებენ.
„დააკვირდით, მე რომ ვთქვა, ას ლარიან ვაუჩერს დაგირიგებთ-თქო, ამომრჩევლის მოსყიდვა იქნება; მაგრამ თუ ამას ვანო იტყვის, ეს არ იქნება მოსყიდვა. პრემიერი დღეს რასაც გვპირდება, იმდენი ფული საქართველოს ბიუჯეტში არ ყოფილა არასდროს და არც იქნება“, - განაცხადა ბერძენიშვილმა.