საკადრო ცვლილებები განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში

საკადრო ცვლილებები განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში

ახალი მინისტრთა კაბინეტის დამტკიცების შემდეგ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში საკადრო  ცვლილებები განხორციელდა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველ მოადგილედ -შოთა ნიჟარაძე დაინიშნა. ასევე მინისტრის მოადგილეები არიან: გიორგი ჩახნაშვილი,  ირინე ქურდაძე და ნოდარ სურგულაძე.

 სამინისტროს  ადმინისტრაციის (დეპარტამენტი)უფროსი - ლევან ქებურია; შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსი - გიორგი ქოჩიშვილი; ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსი - გიორგი ნაცვლიშვილი; სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი - ელგუჯა მაკალათია;საერთაშორისო ურთიერთობისა და პროგრამების დეპარტამენტის უფროსად კი,  ნატო ჯავახიშვილი დაინიშნა.