ABC News-ის ინფორმაციით, დიდი ოცეულის 2014 წლის შეხვედრა ავსტრალიის შტატ კვინსლენდის ქალაქ ბრისბენში შედგება. ქალაქს ამისათვის 370 000 ამერიკული დოლარი უკვე გამოეყო. ავსტრალიის პრემიერმინისტრის ჯულია გილარდის განცხადებით, ბრისბენი მსოფლიო დონის ქალაქია,ასე, რომ მას დიდი ოცეულის ანუ გამბიტის სათანადო დახვედრა მას არ გაუჭირდება.
დიდი ოცეულის ბოლო შეხვედრა მექსიკის ქალაქ ლოს-კაბასში გაიმართა. ის მიეძღვნა ეკონომიკურ კრიზისს, რომელმაც მსოფლიო და განსაკუთრებით, ევროპა უმძიმეს მდგომარეობაში ჩააყენა. 2013 წლის მომავალი შეხვედრა სანქტ-პეტერბურგში გაიმართება. მსოფლიოს ლიდერებს დიდი იმედი აქვთ, რომ ბრისბენის შეხვედრის დროს მსოფლიოს ეკონომიკური კრიზისი უკვე გადალახული იქნება და მსოფლიოს პირველ პირებს უფრო სასიამოვნო თემებზე მოუწევთ საუბარი, ვიდრე ბიუჯეტის სეკვესტრია.