მიხეილ სააკაშვილი ბათუმში მე-9 საერთაშორისო კონფერენციის „საქართველოს ევროპული გზა - ევროკავშირი და მისი ევროპელი მეზობლები“ მუშაობაში იღებს მონაწილეობას. საქართველოს პრეზიდენტმა უკვე მიმართა ფორუმის მონაწილეებს და ყურადღება ქვეყნის ევროპულ არჩევანსა და ევროპულ ფასეულობებზე გაამახვილა. იგი საქართველოში განხორციელებულ რეფორმებსაც შეეხო და ვარდების რევოლუციის შემდეგ მიღწეულ წარმატებებზე ისაუბრა.
კონფერენციაში ასევე მონაწილეობენ მოლდოვას რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ვლად ფილატი, გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარი შტეფან ფულე, ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტი ვილფრიდ მარტენსი, ევროკავშირის წევრი და პარტნიორი ქვეყნების, ასევე საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები, არასამთავრობო სექტორისა და საქმიანი წრეების წარმომადგენლები