ბერლუსკონე პოლიტიკაში ხმაურით ბრუნდება

ბერლუსკონე პოლიტიკაში ხმაურით ბრუნდება

Lifenews-ის ინფორმაციით, იტალიის სკანდალურმა ექსპრემიერმა სილვიო ბერლუსკონემ პოლიტიკაში ხმაურით დაბრუნება გადაწყვიტა. ორკვირიანი ფიქრის შემდეგ, ბერლუსკონემ გადაწყვეტილება მიიღო- ის ზაფხულის თვეებს  თავის ვილაში არკორაში კი არ გაატარებს, არამედ პოლიტიკური საქმიანობის მომზადებას შეუდგება.

„სილვიო ბერლუსკონე პრემიერის პოსტი 2011 წელს დატოვა. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, მან კარგად შეისწავლა ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარება, გაანალიზა და მომხრეებთან ერთად მიიღო გადაწყვეტილება- მონაწილეობა მიღოს 2013 წლის არჩევნებში. ბერლუსკონი თავისი პარტიისთვის სახელის შეცვლასაც გეგმავს, „თავისუფალი ერი“ 2013 წლის არჩევნებში სულ სხვა სახელწოდებით წარსდგება. ბერლუსკონე ძირითად ფსონს „ეკონომიკურ პროგრამაზე გააკეთებს, რომელიც ქვეყანას ეკონომიკური კრიზისის შემდეგ, იმედს და ოპტიმიზმს დაუბრუნებს“,-აღნიშნავს Lifenews.