ლილოში ქლორის გაჟონვის საქმეზე სამართალდამცველებმა შპს "სენტიმეტ ჯიემჯის" ხელმძღვანელი გოჩა ყულეჭიშვილი დააკავეს. როგორც შს სამინისტროში განმარტავენ, ეს კომპანია ერთ ერთი იყო მათ შორის, რომელიც ქლორის ავზის უსაფრთხოების დაცვაზე პასუხიმგებელი უნდა ყოფილიყო.
„დაკავებულს ბრალი ედება სისხლის სამართლის კოდექსის 288-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, რაც გარემოს დაბინძურებით ადამიანის ჯანმრთელობის ხელყოფას გულისხმობს", - აღნიშნა ხიზანიშვილმა.
აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტროც ავრცელებს:
„ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს ისანი-სამგორის რაიონის პოლიციის თანამშრომლების მიერ დაკავებულ იქნა „სენტიმეტ ჯიემჯის" წარმომადგენელი გოჩა ყულეჭიშვილი, რომელსაც ბრალი ედება 288-ე მუხლის მე-3 ნაწილით - გარემოსთვის საშიში ნივთიერებისადმი ან ნარჩენებისადმი მოპყრობის წესის დარღვევა , რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. ასევე შეგახსენებთ , რომ ამა წლის 6 ივლისს, ლილოს დასახლებაში ქლორის გაჟონვის ფაქტზე, დაკავებულ იქნა შ.პ.ს „კრისტალის" ხელმძღვანელი ლევან დაუთაშვილი - მასაც ბრალი ედება 288-ე მუხლით, რაც ითვალისწინებს 5 - დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას“, - ნათქვამია განცხადებაში.
დაკავებულს ბრალს 24 საათის განმავლობაში წაუყენებენ.
ქლორის გაჟონვის შედეგად მოწამლული სამართალდამცველებმა მომხდართან დაკავშირებით შპს "კრისტალის" ხელმძღვანელი ლევან დაუთაშვილი დააკავეს. მას სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიება პატიმრობა შეუფარდა.
5 ივლისს ლილოს დასახლებაში შპს "კრისტალის" კუთვნილი ავზიდან ქლორის გაჟონვის შედეგად 73 ადამიანი მოიწამლა.
მათ შორის ერთ ერთი 18 წლის ლაშა ნარიმანიძე ინგოროყვას კლინიკაში გუშინ გარდაიცვალა.