თარგამაძემ მთავრობის გეგმაში ტერიტორიული მთლიანობისადმი მიდგომის საკითხი მოიკითხა. საპარლამენტო უმცირესობის ლიდერს გიორგი თარგამაძეს აინტერესებს მთავრობის სამოქმედო გეგმაში რატომ არ არის წარმოდგენილი ტერიტორიული მთლიანობისადმი მიდგომის საკითხი.
პარლამენტის დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე თარგამაძემ განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი მინისტრობის კანდიდატებთან ერთად საუბრობს ქვეყნის 4 წლიან მომავალზე და ერთი სიტყვითაც არ არხსენებს მთავარ სატკივარს – ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას.
მან მთავრობის პროგრამას უპასუხისმგებლო ჯგუფის მიერ წარმოდგენილი უწოდა.
“ამიტომ, დღეს ჩვენ სამთავრობო ტრიბუნაზე ვუყურებთ მთავრობის ნაცვლად საარჩევნო შტაბს და არა პასუხისმგებლობის მქონე საქართველოს მთავრობას, რომელსაც პრეტენზია აქვს ოთხი წლის მანძილზე ქვეყანას რაიმე არგოს” – აღნიშნა გიორგი თარგამაძემ.