ზაზა შათირიშვილი: დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია - წინასაარჩევნოდ გერმანიაში სხვადასხვა პარტიის 16 კანდიდატი გარდაიცვალა, მათგან შვიდი  – „ალტერნატივა გერმანიისთვის“ საარჩევნო სიის წევრი იყო

ზაზა შათირიშვილი: დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია - წინასაარჩევნოდ გერმანიაში სხვადასხვა პარტიის 16 კანდიდატი გარდაიცვალა, მათგან შვიდი – „ალტერნატივა გერმანიისთვის“ საარჩევნო სიის წევრი იყო

დავიწყოთ იმით, რაც თითქოს დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია წინასაარჩევნოდ გერმანიაში სხვადასხვა პარტიის 16 კანდიდატი გარდაიცვალა, მათგან შვიდი კი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ოპოზიციური პარტიის – „ალტერნატივა გერმანიისთვის“ საარჩევნო სიის წევრი იყო, - ამის შესახებ ფილოსოფოსი, ზაზა შათირიშვილი, წერს.

როგორც შათირიშვილი აღნიშნავს, ამ დონისა და ტიპის საერთაშორისო სკანდალი უახლოეს წარსულში რთულად გასახსენებელია, თუმცა, ამის მიუხედავად, დიფ სთეითის“ მიერ მართული მედია პოლიტიკოსების გარდაცვალების შესახებ არაფერს ამბობს.

ფილოსოფოსი კიდევ უფრო დაუჯერებელს უწოდებს გერმანელი სამართალდამცავების მიერ პოლიტიკოსების გარდაცვალების ფაქტების შესახებ უმოკლეს დროში რაიმე დანაშაულის გამორიცხვას.

ამ დონის და ტიპის საერთაშორისო სკანდალი, უახლოეს წარსულში რთულად თუ გაგვახსენდება, მაგრამ, მიუხედავად ამისა, გამაოგნებელია, რომ დიფ სთეითის“ მიერ მართული საერთაშორისო მედია მომხდარს, ანუ არჩევნების წინ მთავარი ოპოზიციური პარტიის რამდენიმე წევრის მოულოდნელ გარდაცვალებას არაფრად აგდებს და რომ არა ინტერნეტი და სოციალური ქსელები, რომლის კონტროლიც დიფ სთეითს“ ძალიან უჭირს, ამის შესახებ ალბათ ვერაფერს გავიგებდით.

კიდევ უფრო დაუჯერებელი და გამაოგნებელია ის, რომ გერმანულმა სამართალდამცავმა უწყებებმა პოლიტიკოსების გარდაცვალებათა ამ გაუგონარი ფაქტების შესახებ, უმოკლეს დროში, რაიმე სახის დანაშაული გამორიცხა და განაცხადა, რომ სხვადასხვა პარტიის 16 კანდიდატის გარდაცვალება, ყველა შემთხვევაში, ბუნებრივი მიზეზებით იყო გამოწვეული.

დაუჯერებელია არა?!

უბრალოდ წარმოიდგინეთ რა შედეგები მოჰყვებოდა ამ ამბავს, ასეთი სკანდალი ნებისმიერ სხვა, დიფ სთეითის“ მიერ ვერ/არ მართულ ქვეყანაში რომ მომხდარიყო...“ - წერს ზაზა შათირიშვილი.