ფრაქცია „ერთობა-სამართლიანობისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ლორთქიფანიძე, რომლის ფრაქციამაც ბოიკოტი გამოუცხადა პარლამენტის რიგგარეშე სხდომას, რომელიც ახლა მიმდინარეობს და ძველი საახეებით ახალ მთავრობა უნდა დაამტკიცოს, აცხადებს, რომ ეს არის წინასწარგანაწილებული როლებით განსაზღვრული, კარგად შეთამაშებული თამაში.
„ შეფასებას დიდ დროს არ დავუთმობ, გეტყვით, რომ ეს არის წინასწარ გადანაწილებული როლებით განსაზღვრული, კარგად შეთამაშებული თამაში. როგორ შეიძლება ახლა უმცირესობის გამოსვლას, შეპასუხებას, ან მელიქიშვილის გამოსვლას რაიმე დაარქვა, ეს არის გულისამრევი დემაგოგია. ასევე ჩატარდება არჩევნებიც. თუ არჩევნებს და საარჩევნო სიებს ხელისუფლება გააყალბებს და ადამიანებს წაართმევს გარანტირებულ უფლებას, რომ თავისი ხმით გამოვლინებით აირჩიოს სასურველ ხელისუფლებას, მაშინ ისინი მიიღებენ სრულ გათიშვას“,-აცხადებს ლორთქიფანიძე.