პრემიერ მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა მედიასთან ურთიერთობა უკვე დაიწყო. მას შემდეგ რაც პარლამენტმა ვანო მერაბიშვილი პრემიერის პოსტზე დაამტკიცა, მან ჟურნალისტებთან მცირე, მაგრამ პირველი კომენტარი გააკეთა.
მერაბიშვილის განცხადებით, ის ამ წუთიდან მთავრობის წევრებთან ერთად პროგრამის აღსრულებას იწყებს და თითოეულ რეგიონში, ქალაქსა და სოფელში აპირებს ხალხს სამთავრობო პროგრამა გააცნოს.
მისივე თქმით, ეს პროგრამა უმუშევრობის წინააღმდეგ ეფექტურ ბრძოლას ითვალისწინებს.
„ ვაპირებ პრესის წარმომადგენლებთან ურთიერთობას და ჩემი გეგმების თქვენი მეშვეობით მოსახლეობისთვის წარდგენას“, - აღნიშნა მერაბიშვილმა.