გასულ კვირას, მანჰეტენზე მდებარე, ნიუ-იორკის არტ გალერეაში, სალვადორ დალის ნახატი „დონ ხუან ტენორიო“ მოიპარეს. სამართალდამცავებმა შედევრს, ერთი კვირის შემდეგ, კედენის სახელობის აეროპორტში მიაგნეს. გამოძიებას ეჭვმიტანილი არ ჰყავს, მიუხედავად მისა, რომ სალვადორ დალის მიერ 1949 წელს შექმნილი ნამუშევრის ქურდობის ამსახველ ვიდეო მასალაზე ნათლად ჩანს, კუბოკრულპერანგიანი მამაკაცი, რომელიც შედევრს ხსნის და შავ ჩანთაში იდებს.
როგორც ჩანს, ნახატის ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟის გამო, მძარცველებმა მისი გაყიდვა ვერ შეძლეს და აეროპორტში დატოვეს. საბედნიეროდ, დალის ნამუშევარი დაზიანებული არ აღმოჩნდა. იგი ისევ გალერეაში დააბრუნეს და დაცვითი მექანიზმები გაამკაცრეს.
სალვადორ დალის ეს ნამუშევარი 150 000 დოლარადაა შეფასებული