"ქრისტიან-დემოკრატებმა" ვანო მერაბიშვილს სტასტიკისადმი დამოკიდებულება დაუწუნეს. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ვანო მერაბიშვილმა დღეს რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა, რომ სტატისტიკა არ უყვარს და ამ მონაცემებით არასოდეს ხელმძღვანელობს.
ეს განცხადება “ქრისტიან-დემოკრატმა” ლევან ვეფხვაძემ გააკრიტიკა. მისი თქმით, მერაბიშვილის განცხადება 30-იან წლებში არსებული გამოთქმის მსგავსია, რომ თუ “რიცხვები ჩვენს წინააღმდეგ არის, მით უარესი ამ რიცხვებისთვის”.
“თქვენ აპირებთ ამ აზროვნებითა და მენტალიტეტით მართოთ ეს ქვეყანა? პრემეირ მინისტრი, რომელიც მსგავს განცხადებებს აკეთებეს, არ მგონია სრულიად ადექვატური იყოს ქვეყანაში არსებული რეალობისა” – აღნიშნა ლევან ვეფხვაძემ.