ორგანიზაცია Human rights watch-ის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, საქართველოს სასღელაღსრულების დაწესებულებებში პატიმართა გადატვირთული რაოდენობის პრობლემას, ციხეებში არსებული არასათანადო პირობებიც ემატება.
ანგარიშის თანახმად, სახალხო დამცველის აპარატმა საპატიმროებში მსჯავრდებულთა ავადმყოფობის შემთხვევების შესახებ მრავალი დოკუმენტი შეიმუშავა.
„ქუთაისის #2 საპატიმროში, ციხის წესების დარღვევის გამო, სასჯელის სახედ პატიმრებს 24 საათის განმავლობაში ცარიელ, ორი-სამი კვადრატული მეტრის საკანში მხოლოდ საცვლების ამარა ყოფნას აიძულებენ“, - ნათქვამია განცხადებაში.
მათივე ინფორმაციით, შესაბამის ანგარიშში, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი თომას ჰამარბერგი სასამართლო სისტემის რეფორმირების შესახებ მთავრობის ძალისხმევას მიესალმება, მაგრამ ამავე დროს, ხელისუფლებას ადამიანის უფლებებზე მეტად ორიენტირებული სისხლის სამართლის პოლიტიკის მიღებისკენ მოუწოდებს.