ევროსაბჭოს პრეზიდენტი ჰერმან ვან რომპეი საქართველოს დღეს ეწვევა. ის ქართველ პალიტიკოსებთან უმაღლესი დონის შეხვედრებს გამართავს.
რომლის დასრულების შემდე შემდეგ ჰერმან ვან რომპეი და მიხეილ სააკაშვილი, გავრცელებული ინფორმაციით, ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ.
დაგეგმილია რომპეის შეხვედრა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან.
როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ განაცხადა, საქართველო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს მისიის აქ მუშაობას, თუნდაც დღეს არსებული პრობლემების პირობებში, როდესაც მისია ბოლომდე ვერ ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს და მანდატს სრულად ვერ ახორციელებს.
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ანჟეი ტიშკევიჩი აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა სამინისტრომ პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადა.