BBC-ის ინფორმაციით, მოსახლეობის საპროტესტო აქციების შედეგად, ჩინეთის ხელისუფლება იძულებული გახდა სიჩუანის პროვინციაში ქალაქ შიფანში სპილენძის მადნის გადამამუშევბელი ქარხნის მშენებლობა შეეეჩერებინა. საპროტესტო აქციების დროს, რომელიც სამართალდამცავებთან შეტაკებაში გადაიზარდა, დაშავებულია 13 ადამიანი, ბევრმა მონაწილემ და პოლიციელმა მიიღო მსუბუქი დაზიანებები.
მიტინგის მონაწილეები პოლიციას ცეცხლმოკიდებულ ბოთლებს ესროდნენ, პოლიციამ კი მათ დასაშოშმინებლად, ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.
„ყველა ის, ვინც ქუჩის დარბევაში მონაწილეობდა, მკაცრად აგებს პასუხს, მოსახლეობასთან კი მშენებლობის გაგრძელებასთან დაკავშირებით, კონსულტაციებს გავმართავთ“,- აცხადებენ შიფანის მთავრობაში.