დემურ გიორხელიძე: ხელისუფლება ახალი მთავრობის ახალი გეგმით ივანიშვილთან ჩამორჩენის ლიკვიდაციას ცდილობს

დემურ გიორხელიძე: ხელისუფლება ახალი მთავრობის ახალი გეგმით ივანიშვილთან ჩამორჩენის ლიკვიდაციას ცდილობს

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში დემურ გიორხელიძე ახალი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის მთავრობის ახალი პროგრამას  წინასაარჩევნო ელფერად აფასებს და აცხადებს , რომ ხელისუფლება ახალი მთავრობის ახალი გეგმით ივანიშვილთან ჩამორჩენის ლიკვიდაციას ცდილობს.

„შეიძლება ითქვას ის, რომ ამ წინადადებებს წინასაარჩევნო ელფერი გააჩნია. ხელისუფლებამ საკმაოდ დაგვიანებით, მას შემდეგ რაც გაჩნდა რეალური კონკურენტი ბიძინა  ივანიშვილის სახით, რომელსაც ძალიან კარგად ჩამოყალიბებული პროგრამა გააჩნია, ხელისუფლება ამ ჩამორჩენის ლიკვიდაციას ცდილობს. მიუხედავად ამისა, ამ წინადადებებს  მხოლოდ დეკლარაციული ხასიათი გააჩნია. თუნდაც, წინადადება, რომელიც ითვალისწინებს თითოეული მოქალაქისთვის ოთხი წლის განმავლობაში 1000-ლარიანი ვაუჩერების დარიგებას, რაც მას აზრს უკარგავს, რადგან წელიწადში 250 ლარი უკიდურესად გაჭირვებულ საქართველოს მოქალაქეებისთვის უკიდურესად ცოტაა. რაც შეეხება დაზღვევას, ეს გარდაუვალია, ეს არ არის წინასაარჩევნო დაპირება. ჯერ კიდევ „ქართულმა ოცნებამ“ და ბიძინა ივანიშვილმა განაცხადეს საყოველათაო დაზღვევის აუცილებლობის შესახებ. უპასუხისმგებლო ხალხის მიერ გაკეთებულმა რეფორმებმა გააკეთეს ის, რომ ქართული მოსახლოება შემოსავლების გარეშე დატოვეს. სანამ ეკონომიკა ამოიქაჩება და უმუშევრობა ლიკვიდირებული იქნება, ადამიანებისთვის საჭიროა დახმარება, რათა ისინი, უბრალოდ ხელიდან არ გამოგვეცალონ. მე არ ვთვლი ამას  პოპულისტურ ნაბიჯად, კარგია რომ ხელისუფლება ბოლოსდაბოლოს დაფიქრდა ამ საკითხზე“,-აცხადებს გიორხელიძე. 

რაც შეეხებ დასაქმების სამინისტროს, გიორხელიძეს მიაჩნია რომ ეს იქნება „უპორთველო მინისტრი“ .  რა ფუნქცია ექნება ამ სამინისტროს აბსოლუტურად გაუგებარია, ალბათ  გააკეთებს სწორ აღრიცხვას და ხელისუფლებას მიაწვდის სწორ ინფორმაციას უმუშევრობის რეალური და კატასტროფული მასშტაბების შესახებ“,-აღნიშნავს გიორხელიძე.