პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრი და „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბერძენიშვილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის ინიციატივების კონკრეტულად, „4 წლის განმავლობაში ყველა ოჯახისთვის ათასლარიანი ვაუჩერის დარიგებასა და ჯანმრთელობის დაცვისთვისთვის ბიუჯეტიდან 4 წლის განმავლობაში 3 მილიარდის გამოიყოფას“ დაგვიანებულ ინიციატივად აფასებს და წინასაარჩევნო პროპაგანდას უწოდებს.
ბერძენიშვილის განცხადებით, მერაბიშვილი ახლა ზღაპრებს გვიყვება, თუ სააკაშვილის არ გჯერათ, იქნებ მე მაინც დამიჯერეთო.
„ეს ინიციატივა ცოტა დაგვიანებულია, იმიტომ რომ ოპოზიცის ლიდერმა უკვე განაცხადა, რომ საქართველოს მოსახლეობას უფასოდ დავაზღვევთო. მაშინ როდესაც ეს ითქვა, მთავრობის მომხრეებმა დიდი ამბავი ატეხეს, როგორ შეიძლება ეს კომუნიზმიაო, ახლა რა თქმა უნდა, მათი ხმები არ მესმის. მე მივესალმებოდი ამ ინიციატივებს, ამისთვის გამოყოფილ 3 ან 4 მილიარდს, მაგრამ ძალიან კარგად ვიცი, რა არის საქართველოს ბიუჯეტში. როგორც უმუშევრობას უმუშევართა სიის ჩამოწერით არ ეშველება, ისე არ ეშველება საქართველოს ბიუჯეტს და მითუმეტეს იმ პრობლემებს, რომლებზეც მერაბიშვილმა ისაუბრა. ყელაფერი რაც მერაბიშვილმა ისაუბრა წინასაარჩევნო პროპაგანდაა, მეტი არაფერი“, - განაცხადა ბერძენიშვილმა.
ბერძენიშვილის თქმით, ის მერაბიშვილის მიერ გაცხადებულ ინიციატივებსა და დასაქმების მინისტრის პოსტზე პაატა ტრაპაიძის დანიშვანს სერიოზულად ვერ განიხილავს და აცხადებს, რომ ზოგადად, ხელისუფლების წარმომადგენლები პრობლემის მომგვარებლები არ არიან.
„მე რომ მოსახლეობას მივმართო ფულს მოგცემთმეთქი მოსყიდვა იქნება, ხოლო მერაბიშვილი, რომ რომ ამბობს ეს რა თქმა უნდა, ძალიან პატიოსანი და სამართლიანი საუბარია. ისინი არაფრის გამკეთებლები არ არიან. ჯერ ერთი, არც მოდიან ხელისუფლებაში. უპირველეს ყოვლისა ამაზე უნდა იფიქრონ და არა იმაზე 4 წლის განმავლობაში რას გააკეთებენ“, - განაცხადა ბერძენიშვილმა.
ბერძენიშბილი მიიჩნევს, რომ მერაბიშვილის მხრიდან ჯერ-ჯერობით ძალიან მოუწესრიგებელი, არასერიოზული, უტიფარი და დაუდასტურებელი განცხადებები გაკეთდა.
„ვნახოთ, ახლა მერაბიშვილიც თუ კათედრალს ამოიჩრის ღლიაში ირბენს და წინასაარჩევნო საუბრებს ქუჩა-ქუჩა ჩაატარებს, რომელიც კაბინეტში წესიერ დასხდომას, კონფერენციის ფორმატს ითხოვს, ქუჩა-ქუჩა სირბილს თუ გადაწყვეტს კი ბატონო, მაგრამ მაგ საქმეში მიხეილ სააკაშვილს ვერ აჯობებს. სააკაშვილს ორატორის ტალანტი მეტი აქვს. ვანო მერაბიშვილზე შეიძლება ბევრი ტალანტი ითქვას, მაგრამ მსახიობისა და ორატორის ტალანტებში მაინცდამაინც შემჩნეული არაა“, - განაცხადა ბერძენიშვილმა.