კოალიცია "ქართული ოცნება" 15 ივლისს დაგეგმილი აქციის ჩასატარებლად გორის მუნიციპალიტეტს დღეს მიმართავს.
„ქართულ ოცნებას“ აქციის ჩასატარებლად და ადგილობრივ მოსახლეობასთან შესახვედრად ადგილი უკვე შერჩეული აქვს და ეს ქალაქის ცენტრალური მოედანი, ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიაა. ამის შესახებ გორის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა თამაზ შიოშვილმა განაცხადა.
კოალიციის წევრები იმედოვნებენ, რომ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო განცხადებაზე დადებით გადაწყვეტილებას გამოიტანს და "ქართულ ოცნებას" მოსახლეობასთან შეხვედრის საშუალებას ქალაქის ცენტრალურ მოედანზე მისცემს. თუ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, "ქართული ოცნების" გორის ორგანიზაცია მუნიციპალიტეტს ალტერნატიულ ადგილსაც შესთავაზებს.
ცნობისთვის, მცხეთაში გამართულ აქციაზე კოალიციის ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა წინასარჩევნო კამპანიისთვის აქციის ჩატარება ამჯერად გორში გადაწყვიტა. აქცია 15 ივლისს გაიმართება.