ცაგარეიშვილი -  მერაბიშვილმა ქვეყნის ტალონიზაცია გადაწყვიტა

ცაგარეიშვილი - მერაბიშვილმა ქვეყნის ტალონიზაცია გადაწყვიტა

 ვანო მერაბიშვილმა ქვეყნის სრული ტალონიზაცია გადაწყვიტა და ყველაფერს ტალონებზე გასცემს. ამის შესახებ from.ge–ს ფრაქცია "ერთობა სამართლიანობისთვის" წევრმა გიორგი ცაგარეიშვილმა განუცხადა.

„ვანო მერაბიშვილმა გადაწყვიტა ყველაფერი ვაუეჩერებზე გასცეს: ელექტროენერგიის ხარჯის ჩამოწერა, წიგნის შეძენა, დიზელისა და შხამ–ქიმიკატების შეძენა და ამისთვის წელიწადში 250 ლარია განსაზღვრული.

ვანო მერაბიშვილმა 2 დღეში მოიფიქრა კოლექტიურ მათხოვრობად აქციოს ქართული საზოგადოება, რომელსაც წვეთოვანს დაუყენებს და 250 ლარს შეუშხაპუნებს ძარღვებში“, – აღნიშნა გიორგი ცაგარეიშვილმა.

მისივე თქმით, მას სამთავრობო პროგრამა არ უნახავს, რადგან პარლამენტში ჯერ წარდგენილი არ არის.

„ეტყობა „ერთიან საქართველოს სიღარიბის გარეშე გადაწერენ და მას 1000 ლარიან ვაუჩერს დაუმატებენ ამომრჩევლის მოსაქრთამად. როგორ შეიძლება სერიოზულად ისაუბრო პროგრამაზე, რომელიც როგორც თავად მერაბიშვილმა განაცხადა 2 დღეში უნდა დაიწეროს“, - აღნიშნა ცაგარეიშვილმა.

ხვალ საპარლამენტო ოპოზიცია სამთავრობო პროგრამას გაეცნობა.