ირაკლი ალასანია: მერაბიშვილის დაპირებები მორიგი ტყუილი და წინა საარჩევნო ფარსია

ირაკლი ალასანია: მერაბიშვილის დაპირებები მორიგი ტყუილი და წინა საარჩევნო ფარსია

 

„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერისა და „ქართული ოცნების“ ერთ ერთი ლიდერის, ირაკლი ალასანიას შეფასებით, ვანო მერაბიშვილის დაპირებები წინასაარჩევნო ტყუილი და მორიგი ფარსია.

მისი თქმით, ვანო მერაბიშვილი „გულისყურით“ ეცნობა „ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის გამოსვლას და სწორედ ამის შემდგომ იღებს კონკრეტულ გადაწყვეტილებებს. ალასანიას თქმით, მერაბიშილი ეხლა სწორედ იმ პრიორიტეტებზე ალაპარაკდა, რომელიც ივანიშვილმა უკვე გააჟღერა.

„მაგრამ 8 წელია ეს ადამიანები, ხალხს ამ საქმეს ჰპირდება, მაგრამ არ შეასრულა. ყველა დაპირება არის ფაქტიურად პირგატეხილი. სამწუხაროდ. რა ვითარებაც იყო სოფლის მეურნეობაში იგივე რჩება. როგორ ეპყრობიან ადამიანის კერძო საკუთრებას ვხედავთ, სამწუხაროდ ის დაპირებები, რომელიც ეხებოდა ქვეყნის გამთლიანებას არ არის შესრულებული, სიღარიბის დაძლევა არ არის შესრულებული, ამიტომ საზოგადოება თავადაც ძალიან კარგად აცნობიერებს რომ ეს ყველაფერი მორიგი ტყუილი და წინასაარჩევნო ფარსია“, - განაცხადა ალასანიამ.