ნიკა გილაურს სამუშაო კაბინეტი პარლამენტში გამოუძებნეს. ყოფილი პრემიერის სამუშაო ოთახი პარლამენტში, პრეზიდენტის ფლიგელში, მესამე სართულზე იქნება.
ნიკა გილაურისთვის განკუთვნილ სამუშაო ოთახში უკვე დაიწყეს ავეჯის და ინტერიერის შეცვლა. როგორც ამბობენ, მისი აპარატი რამდენიმე ათეული ადამიანით იქნება წარმოდგენილი.
ნიკა გილაური საქმიანობას უახლოეს დღეებში შეუდგება. პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ნიკა გილაური საპარტნიორო ფონდს ჩაუდგება სათავეში.
„ეს არის ფონდი, რომელიც კონცენტრირებულია უცხოური ინვესტიციების მოზიდვაზე, ახალი პროექტების მოზიდვაზე ყველა სფეროში. იმის კეთება შევთავაზე, რაც მას ყველაზე კარგად ეხერხება. შესაბამისად, ის ჩვენი გუნდის ძალიან მნიშვნელოვან წევრად დარჩება", - აღნიშნა პრეზიდენტმა შაბათს სამთავრობო ცვლილებების დროს.