ჯუდიტ საპინი არტ-ხელოვნების სამყაროში სენსაციადაა აღიარებული. ის ქუჩის ხელოვნების ახალ საფეხურზე გადავიდა და სრულიად ახლებული არტ-კოლაჟები შექმნა.
ჯუდიტის ნამუშევრები ყოველთვის წარმატებით იყიდება და რაც მთავარია, მათ გარეშე არ არსებობს შეშლილი ნიუ-იორკის ქუჩები. არტ-ხელოვანი 17 წლამდე ვერ მეტყველებდა და ოჯახის წევრებს ნახატების საშუალებით ეკონტაქტებოდა. სწორედ ამ ხნის განმავლობაში დაუგროვდა მას ის ნიჭი, რომელიც დროთა განმავლობაში გამოვლინდა და გარკვეულ საფეხურებსაც მიაღწია.
ამჟამად ჯუდიტი აკეთებს კოლაჟებს, საკუთარი ფანტაზიის უნარით, ჟურნალებიდან ამოჭრილი ათასგვარი ფურცლებითა, თუ ფოტოებით. ის საკუთარი შემოქმედებისთვის მასალებს ყველგან ეძებს, ქუჩაში, ბიბლიოთეკაში, კლინიკაში, პორნო მაღაზიებში და ნებისმიერი სხვა ადგილზე. ამასთან ერთდ, ჯუდიტის ხელოვნების, ერთ-ერთი, დამახასიათებელი ნიშანი, ისაა რომ ხელოვანი კოლაჟისთვის ყოველთვის იმ სურათებს, ირჩევს რომლებიც მას აღიზიანებს. კოლაჟის ასაწყობად ჯუდიტი ფერად ფანქრებსა და უბრალო, იაფფასიან საღებავებს იყენებს.