პოლიტიკური მოძრაობა „თეთრები“ 7 ივლისს კონგრესის გამართვას გეგმავს, რომელზეც პროგრამის - „საქართველო ხვალ“ განხილვა იგეგმება.
როგორც „თეთრების“ ლიდერი, თემურ შაშიაშვილი აცხადებს, დღეისათვის პოლიტიკური ძალების განხილვის თემა სწორედ ის უნდა იყოს, თუ როგორია საქართველო დღევანდელ პერიოდში და როგორი იქნება ხვალ.
მისივე თქმით, საჭიროა პოლიტიკური ერთობის შექმნა, რომელიც სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ იქნება მიმართული და რომელიც არც ამერიკას და არც რუსეთს არ გაეგება ფეხქვეშ და მხოლოდ საქართველოს და მის მოსახლეობას მოემსახურება.
„ისეთი პოლიტიკური ერთობა უნდა შეიქმნას, რომელიც ამ რეჟიმის წინააღმდეგ ერთიანი ფრონტის შექმნის შესახებ „სახალხო კრების“ ინიციატივას დაუჭერს მხარს, რომელიც ბიძინა ივანიშვილს არ დაუპირისპირდება, მაგრამ შეეცდება, რომ საქართველოს პარლამენტში რაც შეიძლება ნაკლები ულტრალიბერალი შევიდეს“ - განაცხადა შაშიაშვილმა.
თეთრების მიერ ორგანიზებული აღნიშნული კონგრესი სასტუმრო რედისონში გაიმართება.