ვეფხვაძე– მერაბიშვილმა რომ ჩაწეროს სპილოები დაფრინავენ, ზოგიერთი დეპუტატი უპირობოდ დაეთანხმება

ვეფხვაძე– მერაბიშვილმა რომ ჩაწეროს სპილოები დაფრინავენ, ზოგიერთი დეპუტატი უპირობოდ დაეთანხმება

სამთავრობო ცვლილებების გარკვევის ნაცვლად დღეს ზოგიერთი დეპუტატი იმით იყო დაკავებული დაფრინავენ თუ არა  სპილოები.

ქრისტიან-დემოკრატმა ლევენ ვეფხვაძემ  ბიუროს სხდომაზე მოითხოვა, რომ ახალი სამთავრობო პროგრამა ხვალ დეპუტატებისთვის დროულად დაერიგებინთ.

„ვანო მერაბიშვილმა რომ ჩაწეროს სპილოები დაფრინავენ, უმრავლესობის ზოგიერთი წევრი უპირობოდ დაეთანხმება“, – აღნიშნა ლევან ვეფხვაძემ.

„შენთვისაც გაფრინდება თუ ჩაწერს“, – რეპლიკა ესროლა ხათუნა გოგორიშვილმა ვეფხვაძეს.

ბიუროს სხდომის შემდეგ ლევან ვეფხვაძემ from.ge-ს განუცხადა, რომ ხათუნა გოგორიშვილს უნდა იმ ქვეყანაში ვცხოვრობდეთ, სადაც ვანო მერაბიშვილის ნათქვამი ყველასთვის აქსიომა იქნება.

„20 წელია ამ მიდგომით ვცხოვრობთ, როდესაც ყველაფერი რასაც პირველი ამბობს ჭეშმარიტებაა. ასე არ არის, პირველი, უმეტესწილად ცდება, მათ შორის შეცდომებისგან არც მერაბიშვილია დაზღვეული და ჯობია, ყველამ კრიტიკულად შევხედოთ თითოეულ სიტყვას და ნაბიჯს რომ ქვეყანა  პრობლემების წინაშე არ აღმოჩნდეს“, – აღნიშნა ვეფხვაძემ.