ცისკარიშვილი  ვანო მერაბიშვილის პრემიერ-მინისტრად წარდგენას პოზიტიურად აფასებს

ცისკარიშვილი ვანო მერაბიშვილის პრემიერ-მინისტრად წარდგენას პოზიტიურად აფასებს

 საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი პეტრე ცისკარიშვილის შეფასებით,   პრემიერ-მინისტრად ვანო მერაბიშვილის წარდგენა პოზიტიური, დროული და კარგი ინიციატივაა. აღნიშნული კომენტარი ცისკარიშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში გააკეთა.

"ქვეყანა გამოწვევების წინაშე დგას, როგორც ეკონომიკური, ისე სოციალური კუთხით. ესაა რთულად დასაძლევი საკითხები და ამის ფონზე პრემიერ-მინისტრად ვანო მერბიშვილის წარდგენა პოზიტიური, დროული და კარგი ინიციატივაა. ის გამოწვევების დაძლევაში დაეხმარება ჩვენს ქვეყანას“, – აღნიშნა ცისკარიშვილმა.

უმრავლესობის ლიოდერმა ყოფილი პრემიერის ნიკა გილაურის შესახებაც გააკეთა კომენტარი.

„ნიკა გილაურმა, რთულ პერიოდში, სამ წელიწადზე მეტი იმუშავა, ფინანსური და ეკონომიკური კრიზისი გადალახა ისე, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა არ ჩამოშლილა, მაგრამ ახალი სისხლი, ახალი ენერგია რომელსაც მერაბიშვილი შეიტანს მინისტრთა კაბინეტში, ძალიან მნიშვნელოვანია”– განმარტა პეტრე ცისკარიშვილმა.