ცისკარიშვილი: მიზანშეწონილი გადაწყვეტილებაა, როდესაც ბიზნესიდან მოსული ადამიანი დასაქმების მინისტრად ინიშნება

ცისკარიშვილი: მიზანშეწონილი გადაწყვეტილებაა, როდესაც ბიზნესიდან მოსული ადამიანი დასაქმების მინისტრად ინიშნება

  უმრავლესობის ლიდერის პეტრე ცისკარიშვილის შეფასებით, უმუშევრობის პრობლემის დაძლევა მხოლოდ ახალი სამინისტროს საზრუნავი არ იქნება, ის ქვეყანაში დასაქმების კუთხით გასატარებელ რეფორმებს, მშენებლობებს, ინვესტიციების შემოტანას, ვაჭრობის, ტრანსპორტის გაძიერებას კორდინაციას გაუწევს. 

ჟურნალისტებთან საუბარში პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა, რომ დასაქმების პრობლემის გადაჭრა თითოეული სამინისტროს და პარლამენტის საზრუნავია.

ცისკარიშვილი სახელმწიფო მინისტრის დასაქმების საკითხებში პაატა ტრაპაიძის კანდიდატურის შესახებაც საუბრობს.

„ის პოლიტიკური ფიგურა არ არის. შეიძლება ვიღაც ელოდა, რომ დასაქმების სათხებზე პასუხისმგებელი მაინცდამაინც პოლიტიკოსი უნდა ყოფილიყო. სინამდვილეში უფრო მეტად მიზანშეწონილი გადაწყვეტილებაა, როდესაც ბიზნესიდან მოსული ადამიანი ამ პოსტზე ინიშნება. მან უშუალოდ იცის, რა უჭირთ ადამიანებს იმისთვის, რომ ბაზარზე შემოთავაზებული სამუშაო ადგილები მოიპოვონ“, – აღნიშნა ცისკარიშვილმა.

მინისრტთა ახალ კაბინეტს პარლამენტი  ამ კვირაში დაამტკიცებს.