ამერიკის სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის განცხადებით, ამერიკულმა მხარემ შეძლო რუსეთის დარწმუნება იმაში, რომ მან სირიის პრეზიდენტს ბაშარ ასადს მხარი აღარ უნდა დაუჭიროს.
„ვფიქრობ, რომ რუსებს შეუძლიათ ასადზე ზეწოლის განხორციელება, ამის შესახებ თვითონ მითხრეს. მათ მიმახვედრეს, რომ არ გააჩნიათ არანაირი სტრატეგიული ინტერესები, რის გამოც ასადი სირიის ხელისუფლებაში უნდა დარჩეს. ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ რუსეთიც და ჩინეთიც შეშფოთებულები არიან სირიაში სამხედრო ძალადობის ზრდით“,-განაცხადა კლინტონმა.
ამერიკის სახელმწიფო მდივნის განცხადებით, ამ პროცესის გადადება აღარ შეიძლება და დროა კოფი ანანის გეგმის შესრულებას სირიის ხელისუფლების გადაცემის შესახებ, ყველამ ხელის შეუწყოს.
„კოფი ანანი იმუშავებს იმ შეთანხმებაზე, ვინ შეიძლება ახალ კოალიციაში შევიდეს. რა თქმა უნდა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვინც ჯიჰადს ქადაგებდა და ხელები სისხლში აქვს გასვრილი, სირიის ახალ მთავრობაში უნდა მოხვდეს“,-აღნიშნა ჰილარი კლინტონმა.