ჰოლივუდის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი კრისტიენ სტიუარტი Balenciaga-ს ახალი არომატის სარეკლამო სახე გახდა. ეს არის მეორე პარფიუმი, რომელიც ბრენდის კრეატიულმა დირექტორმა, დიზაინერმა ნიკოლაი გესკერმა შექმნა.
ახალ არომატს Florabotanica ჰქვია. როგორც მსახიობი თავად აღნიშნავს, ბრენდს სარეკლამო კამპანიაში მონაწილეობაზე, ისე დასთანხმდა, რომ არც უკითხავს რა არომატისთვის უნდა გაეკეთებინა რეკლამა.
„გამიმართლა, რადგან ახალი არომატი ძალიან მომეწონა. ყოველთვის სიამოვნებით ვითანამშრომლებ Balenciaga-სთან,“ ამბობს მსახიობი, რომელიც მოგვიანებით გამოტყდა, რომ „საშინელი მატყუარაა“ და სინამდვილეში ეს არომატი, არასდროს გაუსინჯავს.
ბრენდის კრეატიულმა დირექტორმა ნიკოლაი გრესკერმა სტიუარტი პირველად ფილმში „შიშის ოთახი“ ნახა, სადაც მისი პარტნიორი ჯოდი ფოსტერი იყო. ასევე შთაბეჭდილება მოახდინა, ბრიუს ვებერის გადაღებულმა ფოტოსესიამ ჟურნალი Interview -ში.
„მაშინ მე გავიფიქრე, რომ ერთხელაც იქნებოდა სიამოვნებით ვითანამშრომლებდი მასთან. მეჩვენება, რომ ის ძალიან ზის Balenciaga-ს სტილში“.