დღეს 16.00 საათზე პარლამენტის ბიუროს რიგგარეშე სხდომა დაინიშნა. ბიუროს სხდომაზე პარლამენტი სახელმწიფო მინისტრის დასაქმების საკითხებში აპარატის და მისი დაფინანსების საკითხს განიხილავს.
რამდენიმე წუთის წინ კი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერები პარლამნეტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძესთან დახურულ კარს მიღმა იყვნენ შეკრებილი, სადაც მინისტრთა ახალი კაბინეტის საკითხი განიხილებოდა.
დღესვე პრემიერობის კანდიდატი ვანო მერაბიშვილი პარლამენტს სამთავრობო პროგრამას წარუდგენს. ხვალ ბიუროს სხდომაზე გაირკვევა როდის ჩატარდება პარლამენტის რიგგარეშე სხდომა.