საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ ტრადიციულ პრესკონფერენციაზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ საქართველოში ევროპის საბჭოს პრეზიდენტის ჰერმან ვან რომპეის ვიზიტი დაანონსა.
მისი განცხადებით, ჰერმან ვან რომპეი საქართველოს 4 ივლისს ეწვევა.
„ევროკავშირთან სისტემატური ურთიერთობები მნიშვნელოვანია და ამ ვიზიტის ფარგლებში განხილული იქნება პოლიტიკური საკითხებიც. ჰერმან ვან რომპეი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შეხვდება, ასევე შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძესთან გაიმართება“, - განაცხადა კალანდაძემ.