დევნილთა სამოქალაქო მოძრაობის ორგანიზებით ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსთან აქცია გაიმართა

დევნილთა სამოქალაქო მოძრაობის ორგანიზებით ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსთან აქცია გაიმართა

აფხაზეთიდან დევნილები ხელისუფლებისგან დაპირებული საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილებას ითხოვენ. ამასთან დაკავშირებით, „დევნილთა სამოქალაქო მოძრაობამ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსთან აქცია- ბრიფინგი გამართა.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, მიუხედავად ხელისუფლების დაპირებებისა, დევნილები კვლავ ქუჩაში რჩებიან, ამიტომ ისინი ყველა დევნილს ერთად დგომისკენ მოუწოდებენ,  ერთად მოითხოვონ ის პირობები, რაც მათ სახელმწიფოსგან და კანონით ეკუთვნით.

„მივმართავთ ხელისუფლებას, ასევე ლტოლვილთა და განსახლების მინისტრს კობა სუბელიანს, რომ დევნილებს საცხოვრებელი ფართები სასაწრაფოდ გამოუყონ. გარდა ამისა, მოვითხოთ, რომ თუ უკვე ჩასახლებულ დევნილებს საცხოვრებელი ფართები და პირობები აკმაყოფილებთ, სასწრაფოდ დაუკანონდეთ აღნიშნული ისინი, აგრეთვე, მოვითხოვთ გამოგვიყონ ბინის დასაქირავებლად მინიმუმ 300 ლარი, რადგან დევნილებმა საკუთარ სამშობლოში ღირსეულად ვიცხოვროთ“- განაცხადა ერთ ერთმა დევნილმა მანანა გაბელიამ. 

მოთხოვნის არ დაკმაყოფილების შემთხვევაში, გაბელიას თქმით, მომავალი კვირიდან ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსთან ისინი კარვებს გაშლიან და ყველა უკიდურეს ზომას, მათ შორის შიმშილობასაც მიმართავენ და დასძინა რომ აქციის ამ ფორმით ისინი ხელისუფლებისგან მათი მოთხოვნების გათვალისწინებას მოითხოვენ.