პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ს თავმჯდომარის, მანანა კობახიძის შეფასებით, გუშინ მცხეთაში „ქართული ოცნების“ ორგანიზებით ჩატარებულ აქციაზე საზოგადოების განწყობა საკმაოდ ოპტიმისტური და ამაღლებული იყო.
როგორც კობახიძემ From.ge სთან საუბარში განაცხადა, საარჩევნო პროგრამის ფარგლებში ჩატარებული კიდევ ერთი „ხალხმრავალი“ აქცია საკმაოდ ორგანიზებულად ჩატარდა. მისი თქმით, გუშინდელ აქციას ყველა გამარჯვების იმედით შეუერთდა და აღნიშნა, რომ ამით კიდევ ერთხელ გამოვლინდაის ფაქტი, რომ „ქართულ ოცნებას“ მხარდამჭერთა დიდი რაოდენობა ყავს.
„მათი განწყობით თუ ვიმსჯელებთ, მაჟორიტარობის ის კანდიდატები რომელიც გუშინ დასახელდა აბსოლუტურად მისაღები იყო ყველა ადამიანისთვის. მეც ვფიქრობ, რომ ისინი ნამდვილად ღირსეული ადამიანები არიან, რომელთაც შეუძლიათ კონკურენცია გაუწიონ იმ კანდიდატებს, რომელთაც საზოგადოებას სხვა პარტიები შესთავაზებენ“, - განაცხადა კობახიძემ და დასძინა, რომ ეს სწორედ იმის საფუძველს გვაძლევს, რომ არჩევნები კონკურენტუნარიან გარემოში ჩატარდება.
პარტიის თავმჯდომარის შეფასებით, ივანიშვილის მიერ გაკეთებული განცხადებები, იმ პროგრამულ განაცხადებს წარმოადგენდა, რომლის განხორციელებასაც „ქართული ოცნება“ გამარჯვების შემთხვევაში აპირებს და აღნიშნა, რომ სწორედ ბიძინა ივანიშვილი არის იმის გარანტი, რომ კოალიცია გაიმარჯვებს და პარლამენტში უმრავლესობით მოვა.
„ის პროგრამა, რომელსაც ის სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, განათლების სფეროში თუ ეკონომიკის განსავითარებლად საზოგადოებას სთავაზობს, ქვეყნის გაერთიანებისა და გამთლიანებისთვის იქნება შესრულებული. ეს კი ისე იქნება შესრულებული, რომ ქართველი ხალხი ნამდვილად იგრძნობს, რომ ჩიხიდან გამოყვანის ძალა ჩვენ ნამდვილად შეგვწევს“, - დასძინა კობახიძემ.
გუშინ მცხეთაში „ქართული ოცნების“ მიერ ჩატარებულ აქციას 24 ათასი ადამიანი შეუერთდა.