პოლიტიკური კოალიცია „ქართულ ოცნების“ პრესსპიკერი მაია მანჯიკიძე მცხეთა-მთიანეთში გუშინ გამართულ წინასაარჩევნო აქციას „ქართული ოცნების“ კიდევ ერთ გამარჯვებად აფასებს.
ფანჯიკიძის განცხადებით, მცხეთა-მთიანეთის აქცია ისეთივე იყო, როგორიც თბილისის, ქუთაისისა და ოზურგეთის აქციები.
ფანჯიკიძე აღნიშნავს, რომ ეს ძალიან კარგი აქცია იყო და მასში მონაწილეობა ბევრმა ადამიანმა მიიღო.
„ყველაფერმა ექსცესების გარეშე ჩაიარა, რაც ძალიან სასიამოვნო და საამაყოა. გუშინდელ აქციაზე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დასახელდნენ, რომლებიც ამ მიმართულებით მუშაობას უკვე დღეიდან დაიწყებენ“, - განაცახდა ფანჯიკიძემ.
ცნობისთვის, მცხეთა-მთიანეთში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატები ირაკლი ტრიპოსლკი, ზაქარია ქუცნაშვილი, დიმიტრი ხუნდაძე და მირიან წიკლაური არიან.