ფილიპ მისფელდერი: საქართველოში უნდა ჩატარდეს სამართლიანი არჩევნები

ფილიპ მისფელდერი: საქართველოში უნდა ჩატარდეს სამართლიანი არჩევნები

2012 წლის ოქტომბერში საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ტარდება. არჩევნებისთვის მზადება დაწყებულია. ამასთან დაკავშირებით გერმანიის ბუნდესტაგის ქდკ/ქსკ ფრაქციის საგარეო პოლიტიკის სპიკერი ფილლიპ მისფელდერი აცხადებს:

„გერმანიის ბუნდესტაგის ქდკ/ქსკ (CDU/CSU) ფრაქციის აზრით საქართველოში 2012 წლის ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. ეს არჩევნები იძლევა საშუალებას, პოსტსაბჭოთა სივრცეში დაამკვიდროს დემოკრატიის ახალი სტანდარტები და სამაგალითო გახდეს მთელი რეგიონისთვის. საქართველოს ეს შეუძლია, რადგან 2008 წლის 21 მაისს გამართული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საერთაშორისო დამკვირვებლებმა არჩევნები ძირითადად დადებითად შეაფასეს.

შედეგებმა პრინციპში აჩვენა ამომრჩევლის ნება, არსებობდა რეალური ალტერნატიული არჩევანი. თუმცა, დამკვირვებლებმა გამოამჟღავნეს მრავალრიცხოვანი, ნაწილობრივ მძიმე დარღვევებიც ცალკეულ უბნებზე და,  ამდენად, ის გამოწვევები, რომელიც ჯერ კიდევ არსებობს საქართველოში დემოკრატიული სახელმწიფოს აღმშენებლობის საქმეში.

ბუნდესტაგის ქდკ/ქსკ (CDU/CSU) ფრაქცია, ფასეულობებზე დამყარებული ჩვენი საგარეო პოლიტიკის საფუძველზე, მოუწოდებს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, სერიოზულად მიუდგეს და გაითვალისწინოს წინა არჩევნების ნაკლოვანებები, ჩაატაროს საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები და არჩევნებამდე შეასრულოს ეუთოს ყველა საარჩევნო სტანდარტი. მათ შორის, პირველ რიგში, ქვეყნის მედიაზე თავისუფალი წვდომა, საარჩევნო კამპანიის ჩატარების თავისუფლება, პოლიტიკური კომკურენტების თანასწორუფლებიანობა და ფარული არჩევნების შედეგად მიღებული ხმების საჯარო დათვლა.

გერმანია აშშ-ს შემდეგ მეორე დონორი ქვეყანაა საქართველოსთვის მის მიერ 1992 წელს დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან.

გრძელვადიანი თანამშრომლობის ძირითადი შეთანხმებული სფეროებია ენერგომომარაგება და გარემოს დაცვა, ეკონომიკის მდგრადი განვითარება, კომუნალური განვითარება, სამართლისა და იუსტიციის რეფორმა, აგრეთვე, იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებლით უზრუნველყოფა. ამ ასპექტის გათვალიწინებითაც არის მნიშვნელოვანი დემოკრატიული სტანდარტების უზრუნველყოფა, რადგან ჩვენი სურვილია, რომ გაღრმავდეს ჩვენი თანამშრომლობა აღმოსავლეთის პარტნიორობის ფარგლებში.“

http://www.ptext.de/nachrichten/missfelder-faire-wahlen-georgien-gewaehrleisten-387069