საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, საქართველო აეროპრტების თვალასაზრისით ყველაზე განვითარებული ქვეყანა იქნება, რადგან მალე გურიაშიც აშენდება აეროპორტი.
"ჩვენ ვაშენებთ აეროპორტებს. თბილისის აეროპორტის შემდეგ ავაშენეთ ბათუმის, მესტიის აეროპორტები. ვიწყებთ მოდერნიზაციას თელავის აეროპორტის და დავიწყებთ ფოთის აეროპორტის შენებას. სექტემბერში გაიხსნება ქუთაისის დიდი საერთაშორისო აეროპორტი. ჩვენ აუცილებლად უნდა დავიწყოთ მშენებლობა დიდი აეროპორტის გურიაში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მერიაში. საქართველო აეროპორტების თვალსაზრისით, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული ქვეყანა იქნება", - ", - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა პრეზიდენტის სასახლეში, თვითმმართველობის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა და აღნიშნა, რომ მშენებლობა სექტემბრიდან დაიწყება.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მერიაში საბჭოთა კავშირის არსებობის პერიოდში სამხედრო აეროპორტი ფუნქციონირებდა. სამხედრო აეროპორტის სამოქალაქო მიზნებისათვის გამოყენება ადგილობრივი ბიზნესმენებაც სცადეს გასული საუკუნის 90-იან წლებში, თუმცა ეს ცდა წარუმატებელი სწორედ არარენტაბელობის თვალსაზრისით გამოდგა.