დღეს „სამოქალაქო სოლიდარობის კამპანიის“ ორგანიზებით, ქსნის ციხის მე-15 დაწესებულებასთან პატიმართა სოლიდარობის აქცია გაიმართება. აქციაში მონაწილეობას მიიღებენ "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია", "მედია კლუბი", "თბილისის ჰამქარი", "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო" და მსჯავრდებულების ოჯახის წევრები.
ქსნის ციხის 700-მდე პატიმარმა რამდენიმე დღის წინ საქართველოს სახალხო დამცველს კოლექტიური განცხადებით მიმართა, სადაც მათ მიერ განხორციელებულ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაზე საუბრობდნენ.
დღევანდელი აქცია აღნიშნული დაწესებულების 700-მდე მსჯავრდებულის მხრიდან რამდენიმე დღის წინ საქართველოს სახალხო დამცველისადმი კოლექტიურ განცხადებას ეხება, სადაც პატიმრები მათ მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ თუ სიტყვიერ შეურაცხოფაზე საუბრობდნენ.
აქციის ორგანიზატორებს დღევანდელ აქციაზე სამი ძირითადი მოთხოვნა ექნებათ. ისინი მოითხოვენ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარემ მე-15 დაწესებულებაში მომხდარ ქმედებებთან დაკავშირებით დაუყოვნებლივი რეაგირება მოახდინოს, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება დროულად ჩაატაროს და ფაქტების ეფექტური გამოძიება უზრუნველყოს და დაწესებულების ადმინისტრაციის თანამშრომლებმა პატიმართა მიმართ უკანონო ქმედებები დაუყოვნებლივ შეწყვიტონ.
აქციაში მსურველებს ქსანშ გამგზავრება ავტობუსით შეეძლებათ, რომელიც საია-ს ოფისიდან 4 საათზე გავა.