პოლ მაკარტნი ლონდონის ოლიმპიადის გახსნის ცერემოანიალზე ლეგენდარული „ბითლზის“ სიმღერას „Hey Jude“ შეასრულებს. ორგანიზატორების განცხადებით, ოლიმპიადის გახსნის ცერემონიას, სწორედ ეს სიმღერა დაასრულებს.
ოლიმპიადის გახსნის პროგრამა, ჯერჯერობით, გასაიდუმლოებულია. მაყურებელმა ძალიან ცოტა რამ იცის, იმ შოუს შესახებ, რომელსაც ლონდოლი 27 ივლისიდან მსოფლიოს შესთავაზებს. ცნობილია, რომ ოლიპმიური თამაშების გახსნის ცერემონია მთავარ ოლიმპიურ მოედანზე, ლონდონის სტრატფორდზე გაიმართება. გარდა ამისა, შოუს სათავეში უდგანან, ცნობილი რეჟისორები, „ოსკარის“2009 წლის ნომინანტი დენი ბოილი და სტივენ დოლდრი.
გახსნის ცერემონიას „ჯადოსნური კუნძული“ ერქმევა და ზარების რეკვით დაიწყება. შოუს ორგანიზატორები ირწმუნებიან, რომ ცერემონიის გახსნის მუსიკალური გაფორმება ერთ-ერთი ყველაზე დაუვიწყარი და მასშტაბური იქნება.
კომპოზიცია „Hey Jude“ მაკარტნიმ 1986 წელს, ჯონ ლენონის ვაჟს, ჯულიანს მიუძღვნა.