მინისტრთა ახალ კაბინეტში გიორგი ბარამიძე და რამაზ ნიკოლაიშვილი აღარ იქნებიან. ორივე მათგანი მაჟორიტარ დეპუტატობას აპირებს და მათ მინისტრის პოსტიდან წასვლა ისედაც მოუწევდათ. გიორგი ბარამიძეს ნაციონალები დიდუბის მაჟორიტარად წარადგენენ, ხოლო რამაზ ნიკოლეიშვილს - ოზურგეთის მაჟორიტარად.
მინისტრთა მომავალ კაბინეტში შესაძლოა ვეღარ მოხვდეს ლტოლვილთა მინისტრი კობა სუბელიანი და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლადო ვარძელაშვილი.
მინისტრთა ახალ კაბინეტში ახალი მინისტრიც იქნება-დასაქმების მინისტრი, თუმცა, ამ თანამდებობაზე კონკრეტული პიროვნება ჯერ არ სახელდება.