რუსეთში დემონსტრაციების დროს დაკავებულ ოპოზიციონერთა დახმარების „6 მაისის კომიტეტი“ შეიქმნა. დღეისათვის დაკავებულია 14 დემონსტრანტი, რომელთაგან 12-ს უკვე სასჯელი შეეფარდა.
კომიტეტში „სოლიდარობის“, „სხვა რუსეთის“, „მემარცხენე ფრონტის“, „ავტონომიური ქმედების“, „თეთრი ლენტის“, რუსეთის სოციალისტური მოძრაობის, Occupy Moskow-სა და სხვა ორგანიზაციის წარმომადგენლები შევიდნენ. მათი მიზანია მოსკოვში 6 მაისის საპროტესტო აქციისა და ყველა „მილიონების მარშში“ დაპატიმრებულ მონაწილეთა დაცვა და საერთაშორისო ორგანიზაციების საქმეში ჩართვა მათ დასახმარებლად .
„6 მაისი კომიტეტმა“ 26 ივლისი „ბალოტნის საქმის“ დაპატიმრებულთა დაცვის საერთაშორისო დღედ გამოაცხადა.