"სახალხო კრების" წარმომადგენელი ლუკა კურტანიძე ბერობისთვის ემზადება, - ამის შესახებ კურტანიძემ დღეს, რადიო "პალიტრის" გადაცემა "რეზიუმეში" სტუმრობისას განაცხადა.
მისი თქმით, საერო საქმის შესრულებების შემდეგ, რომელიც ჯერ დაუსრულებელია, ბერობის გზას დაადგება და აღნიშნა, რომ სწორედ ამ მოტივით აქვს მას წვერი მოშვებული.
„ცხოვრებაში ყველაფერს აქვს მზადების ეტაპი. მზადების ეტაპში კი მაქვს ძალიან დიდი ბრძოლები გასავლელი, როგორც სულიერი, ისე ფიზიკური, თუ ვიქნები ღირსი და შევძლებ ბერად აღკვეცას, ამას აუცილებლად გავაკეთებ", -აღნიშნა ლუკა კურტანიძემ.